მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ გუნდის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ამ დროისთვის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.
“რონალდუ ფორმაშია, მას ვენდობი და მისით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემთვის კრიშტიანუ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. იგი ერთ-ერთი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა.” – ციტირებს ფრანგის სიტყვებს Goal-ი.
მიმდინარე სეზონში რონალდუმ 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 25 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.