დაიწყო საქართველოს პირველობა ვაჟ მოჭადრაკეთა შორის, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს. ტურნირი, რომელშიც 16 სპორტსმენი ( 14 ვაჟი, 2 ქალი) მონაწილეობს, ოლიმპიური სისტემით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ წაგებული ასპარეზობას ეთიშება.
საქართველოს ჩემპიონი ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი გახდება.
I-III ადგილზე გასული სპორტსმენები 2016 წლის ევროპის ინდივიდუალურ ჩეპიონატზე დაფინანსდებიან, ასევე უკონკურსოდ გამოვლენ ვაჟთა 76-ე ეროვნულ ჩემპიონატზე.
წარმატებით მოასპარეზე მოჭადრაკეები შემდეგ ფულად ჯილდოს მიიღებენ:
1- 6000 ლარი + ფედერაციის გრანტი 1500 ლარი
2-4500ლარი + ფედერაციის გრანტი 1000 ლარი
3-3500ლარი + ფედერაციის გრანტი 500 ლარი
4-2500 ლარი
5-8. 500-500ლარი
დასასრულს მიუახლოვდა მერვედფინალის შეხვედრები. მოულოდნელად უაღრესად დაძაბული გამოდგა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის, ეროვნული ნაკრების წევრის ლევან ფანცულაიასა ( 2598) და ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილის და მეთხუტმეტე რეიტინგის მქონე ნოე თუთისანის ( 2356) დაპირისპირება. მათი პირველი შეხვედრა ყაიმით დასრულდა. მეორე შეხვედრაში , სადაც ფანცულაია თეთრებით თამაშობდა, თუთისანმა გამოცდილ მეტოქეს ისევ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ თითქმის ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ დანებდა.
ფანცულაიასთან ერთად მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მიხეილ მჭედლიშვილმა, დავით ჯოჯუამ , ლუკა პაიჭაძემ , მერაბ გაგუნაშვილმა, ლელა ჯავახიშვილმა და თორნიკე სანიკიძემ მოიპოვეს. რაც შეეხება ნანა ძაგნიძისა და დავით ბენიძის დაპირისპირებას, პირველ ტურში წაგების შემდეგ ბენიძემ შეძლო რევანშის აგება და ანგარიში გაათანაბრა 1:1 . აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ შორის გამარჯვებულის ვინაობას ტაიბრეიკის პარტიები გაარკვევს.
მერვედფინალის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
მიხეილ მჭედლიშვილი- ბაჩანა მორჩიაშვილი 1,5-0,5
ნოე თუთისანი - ლევან ფანცულაია 0,5-1,5
დავით ჯოჯუა - გიორგი სიბაშვილი 1,5-0,5
ირაკლი ბერაძე - ლუკა პაიჭაძე 0,5-1,5
მერაბ გაგუნაშვილი- გიგა ყუფარაძე 1,5-0,5
დავით ბენიძე-ნანა ძაგნიძე 1-1
დავით მაღალაშვილი - ლელა ჯავახიშვილი 0,5-1,5
თორნიკე სანიკიძე -კონსტანტინე შანავა 1,5-0,5