ფრანგული "კლერმონის" ქართველმა მორაგბემ ვიტო კოლელიშვილმა უელსურ "ოსპრეიზთან" ჩემპიონთა თასის მატჩი ნერვულად ჩაატარა და მე-16 წუთზე, როდესაც უელსელები უტევდნენ, მის მახლობლად მდგარ მთავარ მსაჯ უეინ ბარნსს ხელი უბიძგა. ამ ეპიზოდმა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით ჩაიარა, მაგრამ 26-ე წუთზე ვიტომ მეტოქე რაქს რომ ჩამოაშორა მერე მას სახეში მუშტი უთავაზა და სინბინით დაისაჯა.