ფეხბურთი

13:06 | 16.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” ალანს ისევ გაანათხოვრებს

ინგლისის “ლივერპული” ახალგაზრდა ნახევარმცველ ალან როდრიგესს ისევ საიჯარო ხელშეკრულებით უშვებს.

2015 წლის ზაფხულში “ლივერპულმა” ის მილანის “ინტერისგან” შეიძინა, მაგრამ მაშინვე ფინურ კლუბში გაანათხოვრა. ეს იყო კლუბის ხელმძღვანელობის იძულებითი ნაბიჯი, რადგან ბრაზილიელს ინგლისში მუშაობის უფლება არ ჰქონდა.

მერსისაიდულ კლუბში დაბრუნების შემდეგ, ალანი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, მაგრამ იურგენ კლოპს ოფიციალურ მატჩებში 18 წლის ფეხბურთელის იმედი ვერ ექნება, რადგან მან ჯერაც ვერ მიიღო ინგლისში მუშაობის უფლება.

Sambafoot-ის ცნობით, ასეთ სიტუაციაში ფეხბურთელი კვლავ განათხოვრდება, ამჯერად ბელგიურ კლუბ “სენტ-ტრიუდენში” და იჯარის ვადა ექვსი თვე იქნება. ფინეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 8 მატჩში ალანმა 2 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.128255