მადრიდის “რეალს” ტურინის “იუვენტუსის” ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას შეძენა ამ ზამთარსვე უნდა, მაგრამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი თანხის გადახდა მოუწევს.
Corriere dello Sport-ის ცნობით, “სამეფო კლუბს” ფიფას სატრანსფერო აკრძალვის გამო ამ პროცესის დაჩქარება სურს, მაგრამ ტურინელები ამ სიტუაციაში მეტი სარგებლის მიღებას გეგმავენ და პოგბას “რეალს” იანვარში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიჰყიდიან, თუ მადრიდელები 150 მილიონ ევროს გადაიხდიან.
თავად პოგბას სეზონის დასრულებამდე “იუვენტუსში” დარჩენა უნდა, რომლის შემადგენლობაშიც სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში 4 გოლი გაიტანა. “რეალის” გარდა მისი შეძენა “მანჩესტერ სიტის” და ფრანგულ პსჟ-საც სურს და ეს კონკურენცია “იუვენტუსის” წისქვილზე ასხამს წყალს.