ფეხბურთი

14:38 | 16.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“კრისტალ პალასს” ადებაიორი სურს

ინგლისის პრემიერლიგის კლუბ “კრისტალ პალასის” მთავარმა მწვრთნელმა ალან პარდიუმ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ლონდონური კლუბის მთავარი სამიზნე ტოგოელი ფორვარდი ემანუელ ადებაიორი იქნება.

31 წლის ადებაიორი გასული წლის სექტემბრიდან თავისუფალი აგენტია და ახალ გუნდს ეძებს. “არწივების” მენეჯერი არ მალავს, რომ ახალი ფორვარდის ძიებაშია, რადგან მისმა გუნდმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში მხოლოდ 23 გოლი გაიტანა.

“კლუბში მის შესახებ დისკუსია გვქონდა. ის ერთ-ერთია იმ 9-10 ფორვარდიდან, რომლის აყვანაც შეგვიძლია. ეს იოლი გადაწყვეტილება არ იქნება, რადგან ადებაიორს დიდი ხნის განმავლობაში არ უთამაშია. ადრეც მიმუშავია რთული ხასიათის მქონე ფეხბურთელებთან. მაგალითად ჰატემ ბენ-არფასთან და რადგან მასთან მუშაობა შევძელი, ადებაიორთანაც არ გამიჭირდება. ის ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც მატჩის მსვლელობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ემანუელი ჩვენ ნამდვილად გაგავაძლიერებს” - უთხრა BBC-ის პარდიუმ.

ადებაიორი ბოლოს ლონდონის “ტოტენჰემში” თამაშობდა, სადაც 4 წლის განმავლობაში ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით ჩატარებულ 92 შეხვედრაში 35 გოლი გაიტანა.

0.103835