ფეხბურთი

11:35 | 16.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“კარდიფს” ტრანსფერები აუკრძალეს

ინგლისის ჩემპიონშიპის უელსური კლუბი “კარდიფი”, ფინანსური ფეირ პლეის დარღვევის გამო ახალ ფეხბურთელებს ვერ გაიფორმებს.

“ბოლტონის”, “ფულემისა” და “ნოტინგემ ფორესტის” შემდეგ, ის ამ ლიგის მეოთხე გუნდია, რომელსაც ტრანსფერები აუკრძალეს. BBC-ის ცნობით, ემბარგო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაგრძელდება.

კლუბში აცხადებენ, რომ მათ ამ ლიგისთვის განკუთვნილი ფინანსური ფეირ პლეის მოთხოვნები შეასრულეს და აპელაციის შეტანას გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ “კარდიფს” 6 მილიონი გირვანქა სტერლიგის ოდენობის დანაკარგის დეკლარირების უფლება მისცეს, მაგრამ მათ 13-მილიონიანი დანაკარგის შესახებ განაცხადეს.

თეგებიკარდიფი
0.129867