ჩოგბურთი

1:27 | 16.01.2016 | ნანახია 867 - ჯერ

გორგოძე 2 ტიტულისთვის იბრძვის

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე ერთბაშად 2 ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ერთეულთა ტურნირზე მე-2 ნომრად განთესილმა გორგოძემ მეოთხედფინალში სლოვენიელი პია ჩუკი 6:3, 2:6, 6:2 დაამარცხა და ნახევარფინალში ძალებს მე-7 რეიტინგის მქონე ავსტრიელ ჯულია გრაბერთან მოსინჯავს. ფინალის მე-2 საგზურისთვის ერთმანეთს ბულგარელი ვიკტორია ტომოვა (მე-8) და ანა ბონდარი (მე-5) დაუპირისპირდებიან.

წყვილთა ტურნირში გორგოძე სოფო ქვაცაბაიასთან გახლავთ შეამხანაგებული და უკვე ფინალშია გასული. ქართველმა ჩოგბურთელებმა უნგრელებს – ბონდარსა და სტოლმარს (მე-3 განთესვა) 0:6, 6:4, 10:8 სძლიეს და გადამწყვეტ მატჩში უნგრელ აგნეშ ბუკტას და ავსტრიელ გრაბერს (მე-4) გაეჯიბრებიან.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:05 | 20.02.2015
alejandro (44439)

ზესტასფანი barca_giorgi
ფედერაციაში უნდა მიხვიდეთ და იქ გაარკვევთ მაგ საკითხს.
მწვრტნელობას რაც შეეხება გაიოზ დარსაძე უნდა ნახო. ხოლო აგეტობა უადვილესია, მთავარია ამ უფლებით თავად ფეხბურთელმა აღჭურვოს.

19:33 | 20.02.2015
ზესტასფანი (135)

მწვრტნელის დიპლომი როგორ ავიღო იცით ვინმემ?

21:47 | 20.02.2015
barca_giorgi (385)

აუ ეგ მეცმაინტერებს დ აკიდე ის აგენტიოს სტატუსი როგორ მივიღო ლიცენზია??ფეხბურთელის გაენტობის?ჩემ ბიძაშვილს უდნ არო მისი აგენტი ვიყო კაი მოამმვალი აქ და რ აუნდა ვქნა?

22:03 | 20.02.2015
drogba_<3 inter (23926)

)))

0.066953
867