ევროპის მოქმედი ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, ესპანეთისა და იტალიის ნაკრებები ევროპის 2016 წლის სამზადისში ერთმანეთში ისპარინგებენ. ამის შესახებ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იუწყება. “ფურიე როხა” და “სკუადრა აძურა” 24 მარტს, იტალიაში ისპარინგებენ. ჯერჯერობით დასადგენია, თუ რომელი ქალაქი უმასპინძლებს შეხვედრას.
იტალიისა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს 33-ჯერ შეხვედრილან, ხოლო ბოლოს 2014 წლის მარტში ესპანელებმა პედრო როდრიგესის გოლით მოიგეს. რაც შეეხება ოფიციალურ თამაშს, უკანასკნელად მათი გზები 2013 წლის ფიფას კონფედერაციის თასის ნახევარფინალში გადაიკვეთა და ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებმა მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში იმძლავრეს. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფშიც მეტოქეები იქნებიან – ერთ ქვეჯგუფში იმყოფებიან.