ფეხბურთი

23:31 | 15.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ადიდასი” და გერმანია სარეკორდო კონტრაქტს გააფორმებენ

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას ტექნიკური სპონსორი “ადიდასი” 2018-2028 წლებში 800 მილიონ ევროს გადაუხდის. ანუ, წელიწადში 80 მილიონს. აღნიშნული გარიგება კი ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო იქნება. კონტრაქტი კი მიმდინარე წლის მარტის თვის ბოლოს ოფიციალურად გაფორმდება. მოგეხსენებათ, “ადიდასი” გერმანული კომპანიაა და ამავე ქვეყნის ნაკრებს კარგა ხანია მოსავს.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე “ადიდასის” შეკერილი მაისურებით მთლიანობაში 10 ნაკრები ითამაშებს, ხოლო მისი უშუალო კონკურენტის, “ნაიკის” სპონსორობით კი საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ 6 ნაკრები ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111785