იტალიის ნაკრების თავდამსხმელი ჩირო იმობილე “ტორინოში” დაბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია ტურინული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
25 წლის ფორვარდი “ტორინოში” 30 ივნისამდე იჯარის წესით ითამაშებს.
ჩიროს “სევილიას” რიგებში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირდა, რამაც კლუბის დატოვება გადააწყვეტინა. მან მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ იმობილე “ტორინოში” 2013-2014 წლების სეზონში თამაშობდა და 34 მატჩში 23 გოლის გატანა მოახერხა.