არასრულწლოვან ფეხბურთელთა ტრანსფერების გაფორმებისას მომხდარი დარღვევებისთვის სასჯელი კიდევ ორ ესპანურ კლუბს ემუქრება. Marca-ს ინფორმაციით, ფიფა ამჟამად “ვალენსიას” და “ვილიარეალის” სატრანსფერო საქმიანობას იძიებს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კი, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, საგანგებო სხდომა დანიშნა. ესპანური ფეხბურთის თავკაცები შექმნილ სიტუაციაზე 19 იანვარს იმსჯელებენ.
როგორც ცნობილია, ხუთშაბათს ფიფამ მადრიდის “რეალს” და “ატლეტიკოს” არასრულწოვან ფეხბურთელთა ტრანსფერების წესების დარღვევისთვის ახალწვეულთა რეგისტრაცია მომდევნო ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში აუკრძალა. იგივე სასჯელს იხდიდა იანვრამდე “ბარსელონაც”.