ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მიმდინარე ჩელენჯერს (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გამოეთიშა.
მეტრეველმა ორ მეტოქეს სძლია, მე-3 ნომრად განთესილ ტაივანელ ჯეისონ ჯუნგს კი სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 3:6, 3:6 წააგო.
მიუხედავად ამისა, გასული ტურნირი ალექსანდრეს აქტივს უნდა მივათვალოთ. მან ბანგკოკში 17 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და განახლებულ კლასიფიკაციაში საუკეთესო სამასეულში შეაღწევს, რაც მისი პირადი რეკორდი იქნება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია