ჩოგბურთი

11:07 | 15.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ფედერერს შეხვდება

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი “ავსტრალიის ღია პირველობის” პირველსავე ტურში ლეგენდარულ როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.

ავსტრალიის ღია პირველობა დიდი სლემის მეორე ტურნირია, სადაც ნიკა ძირითად ბადეში თამაშობს. ბასილაშვილი და ფედერერი აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრილან.

Australian Open-ი სტარტს 18 იანვარს აიღებს, ქართველის და შვეიცარიელის თამაშის ზუსტი თარიღი და საათი ჯერჯერობით უცნობია.

ნიკოლოზის ყველაზე დიდ მიღწევად “უიმბლდონის” ტურნირის მესამე რაუნდში გასვლა და მაშინდელი მსოფლიოს მე-15 ჩოგბურთელის ფელისიანო ლოპესის დამარცხება ითვლება.

0.117446