ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე მე-2 ნომრადაა განთესილი, მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
გორგოძემ “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მოთამაშე ხორვატი მარიანა დრაჟიჩი 6:4, 6:3 დაამარცხა და შემდეგ წრეში ძალებს სლოვენიელ პია ჩუკთან მოსინჯავს.
წყვილთა ტურნირში გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ, რომელთაც პირველი რეიტინგი აქვთ, რუმინელ ადამესკუს და თურქ ანილს 6:3, 6:2 სძლიეს და ნახევარფინალში გააღწიეს.
ფინალის საგზურისთვის ქართველი ჩოგბურთელები მე-3 რეიტინგის მქონე უნგრულ დუეტს (ბონდარი-სტოლმარი) გაეჯიბრებიან.