ფეხბურთი

20:08 | 14.01.2016 | ნანახია NaN - ჯერ

მორატას “იუვენტუსში” ყოფნის ვადა ერთი წლით გადაიწია

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი ალვარო მორატა გუნდში მინიმუმ 2017 წლის ივლისამდე დარჩება. ფიფას მიერ მადრიდის “რეალისთვის” სატრანსფერო აკრძალვის შემდეგ ცხადი გახდა, რომ “სამეფო კლუბი” ესპანელს 2017 წლის ზაფხულამდე ვერ გამოისყიდის.

“იუვენტუსმა” “რეალს” ალვაროს სანაცვლოდ 2014 წელს 20 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო “ბლანკოსმა” ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება დაიტოვა. ესპანურ გრანდს ახლა უკვე მომდევნო წელს შეუძლია ფეხბურთელში 30 მილიონი გადაიხადოს და სამშობლოში დააბრუნოს.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა “ბიანკონერთან” კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. მორატამ 2015/16 წლების სეზონში 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:22 | 27.08.2020
ბაბუ პერესი (16691)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=IAar31KEJf4')>0?'https://www.youtube.com/watch?v=IAar31KEJf4':'https://www.youtube.com/watch?v=IAar31KEJf4'))
შეუვარდენ ბართუშას ოფისში)))

13:11 | 27.08.2020
ბაბუ პერესი (16691)

15-30 კაცის ვიდეო
0?'>https://www.youtube.com/watch?v=NDW4oY2uVjk':'>https://www.youtube.com/watch?v=NDW4oY2uVjk'))

13:13 | 27.08.2020
ბაბუ პერესი (16691)

თან ესპანეთში გამწვავდა კორონა და მაინც ერიდება ხალხი ერთად შეკრებას

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066055