ლონდონის “არსენალმა” შვეიცარიული “ბაზელის” ნახევარმცველი მოჰამედ ელ ნენი გაიფორმა. ამის შესახებ “მეთოფეთა” ვებგვერდი იუწყება. ამ დროისთვის არ ხმაურდება თუ რა თანხა დაუჯდა “არსენალს” 23 წლის ეგვიპტელი ფეხბურთელის შეძენა.
ელ ნენი “ბაზელში” ბოლო სამი სეზონის განმავლობაში თამაშობდა და შვეცარიული გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო. მიმდინარე სეზონში კი მან ყველა ტურნირის ჩათვლით 28 შეხვედრაში 6 გოლის გატანა შეძლო.