ესპანურ გრანდებს, მადრიდის “რეალსა” და “ატლეტიკოს” FIFA-მ ტრანსფერების განხორციელება აუკრძალა. აღნიშნული ინფორმაცია თავად მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა უწყებამ დაადასტურა. საქმე ისაა, რომ ორივე ზემოხსენებული მადრიდული გრანდი 18-წლამდე უცხოელი ფეხბურთელების ტრანსფერების წესების დარღვევაშია დადანაშაულებული.
შესაბამისად, “სამეფო კლუბსა” და “როხიბლანკოს” ახალი მოთამაშეების დამატება 2016 წლის ზაფხულისა და 2017 ზამთრის სატრანფერო პერიოდში აეკრძალათ. თუმცა, გუნდებს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მომდევნო სამი თვის განმავლობაში შეეძლებათ.
სხვათა შორის, ამავე მიზეზით ტრანფერების განხორციელება ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთ ესპანურ გრანდ “ბარსელონას” ჰქონდა აკრძალული.