ფეხბურთი

18:27 | 14.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სპალეტი “რომას” დაუბრუნდა

იტალიური “რომას” ოფიციალურმა ვებგვერდმა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ლუჩანო სპალეტის დანიშვნა დაადასტურა. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის ვადა და დეტალები ჯერჯერობით არ სახელდება.

სპალეტიმ რომაული კლუბის სათავეში, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დათხოვნილი რუდი გარსია შეცვალა და იგი გუნდს უკვე უახლოეს მატჩში “ვერონასთან” გაუძღვება.

ლუჩანო სპალეტი “რომას” 2005-2009 წლებშიც წვრთნიდა.

0.115618