დღეს, 14 იანვარს სრკ-ს ნამდვილმა წევრმა, სარაგბო კლუბმა "ფირალებმა" სრკ-ს პრეზიდენტობის კანდიდატად ილია ზედგინიძე წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება სრკ-ს საერთო კრებაზე, რომელიც ჩატარდება 24 იანვარს 13 საათზე თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში;
საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურების წარდგენის ბოლო ვადაა 18 იანვრის 13 საათი;
ამ ეტაპზე წარდგენილია ორი კანდიდატი: გოჩა სვანიძე და ილია ზედგინიძე.
www.rugby.ge