ფეხბურთი

17:20 | 14.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძუნიგამ “ნაპოლი” დატოვა

კოლუმბიის ნაკრებისა და “ნაპოლის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ხუან კამილო ძუნიგა კარიერას “ბოლონიაში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ემილიური გუნდის ვებგვერდი ადასტურებს. 30 წლის მარცხენა მცველი “რენატო დალ არაზე” მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

ძუნიგა “ნაპოლის” 2009 წელს “სიენადან” შეუერთდა, გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი ოთხი წლის განმავლობაში იყო, თუმცა ბოლო დროს ხშირად ტრავმიანობდა, რის გამოც ბოლო ორი სეზონი თამაში თითქმის არ უწევდა. მიმდინარე სეზონში კი მოედანზე საერთოდ არ გამოჩენილა. ვეტერან მცველს კოლუმბიის ნაკრებში 56 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეებს ერთი გოლი გაუტანა.

0.116835