ფეხბურთი

16:42 | 14.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოგა სიჭინავას ხსოვნის თასი “სასკომ” მოიგო

დიღმის მასივში მდებარე ხელოვნურსაფარიან მინდორზე დასრულდა გოგა სიჭინავას ხსოვნის ტურნირი 11 წლამდე ბავშვთა გუნდებს შორის. გოგა სიჭინავა წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი სიჭინავას ვაჟი გახლდათ. ტურნირი ექვსგუნდიანი იყო და ჩემპიონი გახდა “სასკო”, რომელმაც ფინალში დაძაბულ თამაშში მოუგო “წალენჯიხას”.

ფინალში ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, პენალტებში კი “სასკომ” 6:5 მოიგო. ჩემპიონი გუნდის მწვრთნელი დავით თაქთაქიშვილი გახლავთ.

აქვე ვთქვათ, რომ გოგა სიჭინავას ხსოვნის ტურნირი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მეშვეობით ჩატარდა, ორგანიზატორი კი სერგო ჩოგოვაძეა.

0.117342