ფეხბურთი

12:48 | 14.01.2016 | ნანახია 985 - ჯერ

სამპაოლის ჩილეს დატოვება უნდა

ჩილეს ეროვნული ნაკრების არგენტინელი მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი პოსტის დატოვებას გეგმავს, მაგრამ მის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა.

ასეთი მიდგომა გასაკვირი არცაა, რადგან სულ რაღაც ნახევარი წლის წინ, ჩილეს ნაკრებმა კოპა ამერიკა ტრიუმფით დაასრულა, მაგრამ AS-ის ცნობით, სამპაოლის წასვლის მიზეზი ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი სერხიო ჟადუეა, რომელმაც თანამდებობა ფიფას კორუფცული სკანდალების შემდეგ დატოვა, სადაც ის ასევე ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო. გარდა ამისა, ადგილობრივი ჟურნალისტები არგენტინელს გადასახადების დამალვაში სდებენ ბრალს, რამაც სპეციალისტი საბოლოოდ განარისხა.

მიუხედავად ამისა, ჩილეს ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი არტურო სალახი სამპაოლის გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია, თუ ის კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის გამო, კომპენსაციას არ გადაიხდის.

“ამ ქვეყანაში, ასეთ ატმოსფეროში, არც ცხოვრება მინდა და არც მუშაობა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ჩილეს ფეხბურთის ფუნდამენტი ასეთ მოკლე ვადებში ასე თუ განადგურდებოდა. ჩემს ღირსებას ძალიან დიდი დარტყმა მიაყენეს, რადგან ბრალს მდებენ ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელის კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობაში და ეს ჩემთვის დაუშვებელია” - ამბობს სამპაოლი.

თუ სამპაოლიმ მაინც დატოვა თანამდებობა, მის შესაძლო შემცვლელად “მარსელის” ყოფილი თავკაცის, მარსელო ბიელსას კანდიდატურა განიხილება, რომელიც ჩილეს ნაკრებს 2007-იდან 2010 წლამდე ავარჯიშებდა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:44 | 06.07.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ექნება ლიგის მოგების შანსი ისევ

17:09 | 06.07.2018
centurioni (447)

ერთი ეს არის ახლა პსჟ არადა შარშანვე ასრულებდა კარიერას აფერისტი ეხა დაასრულა და აქაოდა პარიზში დამიძახესო ნწნწ ეხა მოიგებს იუვე ლიგას ეს კიდე იყოს პსჟ-ში და დაელოდოს რონალდო როგორ გაუტანს გოლებს ეხა უკვე იუვეს ფორმით

16:48 | 06.07.2018
INIESTAAA (303)

თუ იცით კავანი ითამაშებს ????

17:04 | 06.07.2018
R M A (64)

ვერა

0.072767
985