ფეხბურთი

0:47 | 14.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კლოზე სეზონის ბოლოს დაგვემშვიდობება

რომის “ლაციოს” ფორვარდი მიროსლავ კლოზე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კარიერას დაასრულებს. La Reppublica-ს ცნობით, 37 წლის ფორვარდი ისევ ფეხბურთში დარჩება და გერმანიის ერთ-ერთ ასაკობრივ ნაკრებს ჩაიბარებს.

ცნობისთვის, გასულ ზაფხულს მიროსლავმა ჩინური და ამერიკული კლუბების საკმაოდ სარფიან შეთავაზებებზე უარი განაცხადა. შეგახსენებთ, რომ კლოზე მსოფლიოს ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირია.

0.118213