ფეხბურთი

23:28 | 13.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტის ტრიგორიაში ელიან

იტალიელი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ხვალ “რომას” ოფიციალურად ჩაიბარებს. მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, რომლის თანახმადაც სპალეტი 14 იანვარს ტრიგორიაში რომაული კლუბის ბაზაზე მივა, სადაც მისი წარდგენა მოხდება.

შეგახსენებთ, რომ “რომამ” ფრანგი მწვრთნელი რუდი გარსია დაითხოვა, სპალეტისთან კი 1.5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. ისიც ვთქვათ, რომ ლუჩანო რომაულ კლუბს უკვე წვრთნიდა 2005-09 წლებში და 2-ჯერ იტალიის თასი, ერთხელაც კი სუპერთასი მოიგო.

0.121411