ცნობილმა ტელეარხმა ESPN ხანგრძლივი გამოკითხვის შედეგად, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის 100 საუკეთესო მოთამაშე შეარჩია.
სრულად ასეულის წევრთა ვინაობა მომავალი კვირიდან დასახელდება, მანამდე კი ESPN პოზიციების მიხედვით ათეულებს აქვეყნებს.
ლიგის მოქმედი უძვირფასესი კალათბურთელი (MVP) სტეფ კარი (“გოლდენ სტეიტი”) საუკეთესო გამთამაშებელთა ათეულში მე-4 ადგილზეა.
ათეული ასე გახლავთ დაკომპლექტებული: მეჯიკ ჯონსონი, ოსკარ რობერტსონი, ჯონ სტოქტონი, სტეფ კარი, აიზეა ტომასი, კრის პოლი, სტივ ნეში, ჯეისონ კიდი, უოლტ ფრეიზერი, ბობ კუზი.