ფეხბურთი

14:12 | 13.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ადრიანომ “მილანი” ჩინეთზე გაცვალა

იტალიური “მილანის” ბრაზილიელი ფორვარდი ლუის ადრიანო კარიერას ჩინურ “ჯიანგსუ საინტიში” გააგრძელებს. Sky Sport-ის ინფორმაციით, აზიელებს სამხრეთ ამერიკელი თავდამსხმელის შეძენა 14 მილიონი ევრო დაუჯდათ, ხოლო თავად ადრიანო ანაზღაურების სახით სეზონში 6 მილიონ ევროსა და პრემიებს მიიღებს, რომელიც თითქმის 2 მილიონს აღწევს.

ლუის ადრიანო, რომელიც ბოლო წლებში დონეცკის “შახტარის” საუკეთესო გოლეადორი იყო, “მილანში” გასულ ზაფხულს ჩაირიცხა, მაგრამ “როსონერის” რიგებში ფეხი ვერ მოიკიდა და იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 18 მატჩში მხოლოდ 3 გოლის გატანა შეძლო.

0.117816