ფეხბურთი

13:00 | 13.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

რომაული რევოლუცია: გარსია მიდის, სპალეტი ბრუნდება

იტალიურ “რომას” ხვალიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. როგორც sky sport-ი იტყობინება, დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელებს ფრანგი რუდი გარსიას გათავისუფლება გადაწყვეტილი აქვთ და მას ლუჩანო სპალეტი ჩაანაცვლებს. აღნიშნული ინფორმაციას ოფიციალურად დადასტურებას დღეს საღამოს ელიან. ხუთშაბათს კი “რომას” საწვრთნელ პროცესს სწორედ “ზენიტის” ექსდამრიგებელი წარუძღვება.

სპალეტისთვის “რომა” ნაცნობი ადგილია, სწორედ აქ გაითქვა სახელი. იგი “ოლიმპიკოზე” 2005-2009 წლებში მუშაობდა და საკმაოდ წარმატებითაც, რადგან იმ პერიოდში “რომა” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაშს რეგულარულად ახერხებდა და ამავდროულად იტალიის თასიც და სუპერთასიც აქვს მოპოვებული.

რუდი გარსიას დათხოვნის მიზეზი კი, მიმდინარე სეზონში “ჯალოროსის” მეტად ცუდი თამაშია. გუნდი იტალიის თასს უკვე გამოეთიშა, ხოლო ეროვნულ ჩემპიონატში მხოლოდ მე-5 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13117