ფეხბურთი

13:38 | 13.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” იგუაინით დაინტერესდა

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ “ნაპოლის” თავდამსხმელის გონსალო იგუაინისადმი ინტერესი დაადასტურა. გერმანელმა აგრეთვე იცის, რომ იტალიური კლუბი არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგია.

“ჩვენ გონსალოს ტრანსფერი გვინდა, თუმცა ვეჭვობ, “ნაპოლიმ” იგი გაყიდოს. ჩვენ მოგვწონს იგუაინი, იგი კარგად თამაშობს. “ბაიერნი” ინტერესს გამოხატავს.” – ციტირებს Football Italia რუმენიგეს სიტყვებს.

იგუაინი მიმდინარე სეზონს პროდუქტიულად ატარებს. არგენტინელმა 23 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება სეზონის დასაწყისიდან 43-დან 55 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.126583