ხვალ იწყება ჭადრაკში ვაჟთა შორის საქართველოს 75-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე, მსოფლიოს ხუთ გზის ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე უმასპინძლებს. თუ არ ჩავთვლით, საქართველოს N1 მოჭადრაკეს, ბაადურ ჯობავას, ჩემპიონატში თითქმის ყველა წამყვანი მოჭადრაკე გამოდის .
ჩემპიონატი, რომელშიც 16 სპორტსმენი მონაწილეობს , 14 ვაჟი და 2 ქალია. ესენი არიან:
მიხეილ მჭედლიშვილი (2626 სარეიტინგო ქულა)
ლევან ფანცულაია (2598)
დავით ჯოჯუა (2579)
ლუკა პაიჭაძე (2564)
მერაბ გაგუნაშვილი (2541)
ნანა ძაგნიძე ( 2535)
დავით მაღალაშვილი (2524)
კონსტანტინე შანავა (2521)
თორნიკე სანიკიძე (2513)
ლელა ჯავახიშვილი (2486)
დავით ბენიძე (2466)
გიგა ყუფარაძე (2444)
ირაკლი ბერაძე (2427)
გიორგი სიბაშვილი (2364)
ნოე თუთისანი (2356)
ბაჩანა მორჩიაშვილი (2340)
პირველი ტურის შეხვედრათა განრიგი:
მჭედლიშვილი - მორჩიაშვილი
თუთისანი - ფანცულაია
ჯოჯუა - სიბაშვილი
ბერაძე - პაიჭაძე
გაგუნაშვილი - ყუფარაძე
ბენიძე - ძაგნიძე
მაღალაშვილი - ჯავახიშვილი
სანიკიძე - შანავა