ფეხბურთი

10:21 | 13.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფუნშალში რონალდუს ძეგლს “მესი 10” დააწერეს

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს ძეგლი მადეირას დედაქალაქ ფუნშალში ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა. როგორც Yahoo Sport-ი იუწყება, წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესის გამოცხადების შემდეგ, რონალდუს ძეგლს საღებავით “მესი 10” მიაწერეს.

პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, ძეგლი გაწმინდეს, პოლიციელები კი ვანდალებს ჯერ კიდევ ეძებენ.

ლიონელ მესიმ კრიშტიანუ რონალდუს ბოლო ორი წლის მიღწევა შეწყვიტა და წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. არგენტინელმა ნომინაციაში რონალდუს და ნეიმარს აჯობა.

0.123272