ფეხბურთი

23:51 | 12.01.2016 | ნანახია 2012 - ჯერ

დვალი ძალებს ამჯერად პოლონეთში მოსინჯავს

საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი ლაშა დვალი კარიერას დიდი ალბათობით, პოლონურ “შლიოსკში” გააგრძელებს. როგორც ვროცლავის გუნდის ვებ-გვერდი გვამცნობს, 20 წლის ქართველი მცველი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ ტესტირებას წარმატებით ჩააბარებს, კონტრაქტსაც გააფორმებს.

რა ხანგრძლივობის იქნება ხელშეკრულება ჯერჯერობით არ ხმაურდება. დვალი “შლიოსკს” თავისუფალი აგენტის სატუსით შეუერთდება, რადგან გასული წლის დეკემბერში გერმანულ “დუისბურგთან” კონტრაქტი გაწყვიტა და მას შემედგომ უგუნდოდ იმყოფება.

დვალს “დუისბურგის” გარდა, ინგლისურ “რედინგში” და რიგის “სკონტოსა” და თურქულ “ქასიმფაშაში” უთამაშია, ხოლო სამშობლოში ჯერ “საბურთალოს”, მერე კი რუსთავის “მეტალურგის” ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება სანაკრებო დონეს, მას ნათამაშები აქვს 17, 19 და 21-წლამდელებში, ეროვნული ნაკრების მაისური კი აქამდე 4-ჯერ მოურგია, მათ შორის ერთხელ ვარშავაში, პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ, ხოლო დებიუტი გერმანიასთან გასული წლის მარტში ჰქონდა.

ვროცლავის “შლიოსკი” პოლონეთის ექსტრაკლასაში 21 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-14 ადგილზეა და ქვედალიგაში არგავარდნისთვის იბრძვის. მოგეხსენებათ, პოლონეთის ჩემპიონატი 16 გუნდიანია.

თეგებილაშა დვალი

კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:20 | 13.01.2016
bagdatski (613)

მთავარია სათამაშო დრო ქონდეს და წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები, მერე წაიყვანს ვინმე ნორმალური გუნდი. გრაიციარი დახვდება იქ

10:53 | 13.01.2016
რენე ფერეირა (6798)

წარმატებები ლაშას.ძან ნიჭიერი ფეხბურთელია.ფიზიკაში ჭირდება მომატება

10:46 | 13.01.2016
braziliano84 (1301)

წარმატებები დვალს... ცხადაძეს თუ მაინცდამაინც ლეგიონერი უნდა შემტევი დავიმატოთ ვინმე,მცველი რად გვინდა,გვყავს ისედაც...

10:51 | 13.01.2016
რენე ფერეირა (6798)

ამჟამად საქართველოში შემტევი ლეგიონერი ვინ არის რო ღირდეს ნაკრებში დამატება?

10:32 | 13.01.2016
CR7NOLE (15561)

წარმატებები

10:30 | 13.01.2016
CR7NOLE (15561)

არ ვიცი , არ ვიცი... 20 წლის ასაკში ამდენი გუნდის გამოცვლა?

კი კარგი მცველია, კარგი მომავალი აქვს... ალბათ ნაკრებში ამის გამოძახებაც ნაადრევი იყო, ფაქტია რომ გუნდებს ხოდავს ისეთი აგენტი ან კაცი ყავს მაგრამ არამგონია ასე გუნდების გამოცვლა წაადგეს, უნდა გაჩერდეს ერთგან და ისეთ გუნდშI სადაც განვითარდება

04:19 | 13.01.2016
Tengoo. (123)

კარგი მცველია მაგრამ პოლონეთიდან გაქაჩვა გაუჭირდება

00:38 | 13.01.2016
jimibarca (206)

დვალი კარგი მცველია და ამას დაადასტურებს ის თუ ათამაშებენ, რენეზე ცუდი რა მეთქმის მაგრამ როდესაც დვალია, ხოჭოლავაა და გარდანია რენეს საჭიროებას ვერ ვხედავ, თუ დინამოული უნდა იყოს მაინდამაინც აგერ არაა ნიკა ჭანტურია?!

00:14 | 13.01.2016
maestro10 (13745)

წარმატებები.. ნუ არ ვიცი რა.. რა ჭირთ ჩვენ ფეხბურთელებს... რა გუნდებს ჩითავენ

10:31 | 13.01.2016
CR7NOLE (15561)

და რამდენს და ყოველ სეზონშიც არა 5 თვეში ერთხელ იცვლიან გუნდებს

00:01 | 13.01.2016
მადრიდისტა (17021)

კარგია რომ გუნდი იპოვა ახლა მთავარია ფორმა აღიდგინოს მალე და უკეთესი გუნდიც გამოჩნდება სეზონის ბოლოს....
დვალის სახით კიდევ ერთი პერსპექტიული და კარგი მცველი გვყავს და ცხადაძემ რენეო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113726
სარეკლამო ადგილი - 99
X x X