ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მიმდინარე ჩელენჯერში (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) ჩაება და პირველი გამარჯვება იზეიმა.
BANGKOK II OPEN-ის საწყის რაუნდში მეტრეველმა მე-6 ნომრად განთესილი ინდოელი სანამ სინგჰი 6:2, 1:6, 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში სერბ მარკო ტეპავაჩს გაეჯიბრება.
ცნობისთვის, მეტრეველს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 312-ე ადგილი უკავია, სინგჰი 278-ეა, ხოლო ტეპავაჩი – 304-ე.
მეტრეველმა ტაილანდში 8 სარეიტინგო ქულა უკვე გამოიმუშავა, ხოლო მერვედფინალის დაძლევის შემთხვევაში, 17 ქულა ერგება.
ბანგკოკის ჩელენჯერზე პირველ ნომრად რუსი მიხაილ იუჟნია განთესილი, ტურნირის გამარჯვებულს კი 90 ქულა შეემატება.