ჩოგბურთი

23:02 | 12.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაია პირველ წრეში დამარცხდა

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში მე-4 განთესვის მქონე სოფო ქვაცაბაია რუმინელ კრისტინა ადამესკუს გაეჯიბრა და 3:6, 7:6 (8:6), 5:7 დამარცხდა.

ტურნირში 13 იანვარს ჩაებმება ეკატერინე გორგოძე, რომელსაც მე-2 რეიტინგი გააჩნია. ის ძალებს ავსტრიელ ივანა ჰორვატთან მოსინჯავს.

წყვილთა შეჯიბრში გორგოძეს და ქვაცაბაიას პირველი განთესვა აქვთ და მერვედფინალში ძალებს ავსტრიულ-გერმანულ დუეტთან (ჰორვატი-მორდერგერი) მოსინჯავენ.

0.11263