საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი “ესქიშეჰირში” ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია თურქული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
23 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გუშინ გაიარა, ხოლო დღეს სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. სეზონის ბოლოს თურქებს ოქრიაშვილის გამოსყიდვა შეეძლებათ.
“ესქიშეჰირი” პირველი წრის შემდეგ თურქეთის ჩემპიონატში 10 ქულით ბოლო ადგილზეა, თუმცა მე-15 ადგილოსან “სივასსპორს” მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.
ოქრიაშვილი მიმდინარე სეზონში “გენკის” ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა. მან 12 შეხვედრა ჩაატარა (ძირითადად ცვლილებებზე, სულ 350 წუთით მოუწია თამაში) და გოლი არ გაუტანია.