ფეხბურთი

17:32 | 12.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

პერესი ლაზარეთს დაუბრუნდა

“ვალენსიასა” და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი ენცო პერესი კვლავ ტრავმირებულია. ამის შესახებ, “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ენცო მოედანს ახლახანს დაუბრუნდა, თუმცა “სოსიედადთან” წაგებულ (0:2) მატჩში კვლავ დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. როგორც სამედიცინო გამოკვლევამ ცხადჰყო, არგენტინელს მარცხენა მუხლზე აქვს პრობლემა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პერიოდი ვერ შეძლებს თამაშს.

29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “ღამურების” მაისური 18-ჯერ მოირგო და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.120743