თამაშგარე

16:41 | 12.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიმიტროვის ახალი სატრფო ნიკოლ შერზინგერია

მსოფლიოს ნომერ 28-ე ჩოგბურთელ ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს ახალი სატრფო ჰყავს. 24 წლის ჩოგბურთელის გულისსწორი პოპ ვარსკვლავი, The Pussycat Dolls-ის ყოფილი სოლისტი, 37 წლის ნიკოლ შერზინგერია. აღნიშნული ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რამდენიმე დღის წინ ბრიზბენის ტურნირზე დიმიტროვის მატჩს ნიკოლი დაესწო, ხოლო მატჩის შემდეგ პაპარაცებმა წყვილის კოცნის ამსახველი სურათი გაავრცელეს.

შეგახსენებთ, რომ დიმიტროვი და მარია შარაპოვა 2015 წლის ივლისის თვეში 3-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ.

0.18232