“ჩიკაგო ბულზმა” შინ “ვაშინგტონთან” 100:114 წააგო. “ხარებმა ზედიზედ მეთერთმეტე შეხვედრაში 100 ან მეტი ქულა ჩააგდეს, რაც კლუბს 1995 წლის შემდეგ არ გაუკეთებია, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
“ჩიკაგომ” ამ 11 შეხვედრიდან 7 თავის სასარგებლოდ დაასრულა, ხოლო ოთხში დამარცხდა.