ფრანგული გამოცემა se foot-ი ლეგენდარულ იტალიელ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონს სპეციალურ სტატიას უძღვნის სათაურით, 2015 წლის “ოქროს ბურთს” ჩვენ მას ვაძლევთ... საქმე ისაა, რომ ბუფონს საკმაოდ წარმატებული წელი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ ვერც საუკეთესო მეკარის პრიზი მოიპოვა და “ოქროს ბურთის” 23 ნომინანტს მიღმა დარჩა. სხვათა შორის, ამ ფაქტის გამო იტალიამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარი თქვა...
ფრანგული გამოცემა კი წერს: “ჯიჯი ბუფონის 23 კანდიდატს შორის არ ყოფნა, ეს ნამდვილი სკანდალია. ჩვენ წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს 2015 წელს სწორედ მას გადავცემთ. ყოველ თამაშში ჰეთ-თრიქს ვერ ასრულებს, მაგრამ საკუთარ კარს დიდებულად იცავს, ის მეკარეა. მეკარე ტურინის “იუვენტუსის”, იტალიის ეროვნული ნაკრების. ვერ მოიგო 2015 წლის “ოქროს ბურთი”, ვერც 2016 და 2017 წლებში მოიგებს, მაგრამ ჯიჯი ბუფონი ეს ტალანტია, ქარიზმაა, ელეგანტურია, ნებისმიერ დროს მაღალ დონეზეა. ფაბიო კანავარო, ომარ სივორი, რობერტო ბაჯო, პაოლო როსი, ჯანი რივერა ამ ადამიანებზე დიდი ფეხბურთელია, მაგრამ მათგან განსხვავებით “ოქროს ბურთი” არ მოუგია. არა, ჯიჯი, შენ არ მოგიგია “ოქროს ბურთი”, მაგრამ ჩვენ მას გჩუქნით”, - წერს გამოცემა.