ფეხბურთი

15:29 | 12.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძე “შახტარის” მთავარ გუნდთან ერთად ამერიკაშია

უკრაინის ვიცე-ჩემპიონ დონეცკის “შახტარს” 17 წლის გიორგი არაბიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში შეკრებაზე რომ მიჰყავდა, worldsport.ge უკვე წერდა. “მეშახტეები” უკვე შტატებში არიან და შესაბამისად პირველ გუნდთან ერთად იმედისმომცემი ქართველი შემტევიცაა.

როგორც დონეცკური გუნდის ვებგვერდი წერს, ამერიკამდე მათ 11 საათი იფრინეს და თავდაპირველად დალასში ჩავიდნენ, საიდანაც ტეხასში გადაინაცვლეს. იქიდან კი “შახტარმა” ორლანდოში გადაინაცვლა და ბოლოს ბრენდტონში დაბინავდა. მირჩა ლუჩესკუს გუნდი ოკეანის გაღმა სპარინგებს ჩაატარებს და სეზონის მეორე ნახევრისთვის იქ მოემზადება.

სასიამოვნოა, რომ რუმინელმა სპეციალისტმა თან არაბიძეც იახლა, რადგან ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მასზე დონეცკში დიდ იმედს ამაყარებენ. ახლა ყველაფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული და თავს თუ კიდევ ერთხელ კარგად წარმოაჩენს, ვინ იცის, იქნებ მეორე წრეში უფრო ხშირად გამოჩნდეს პირველ გუნდში, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა...

აღსანიშნავია, რომ დონეცკური გუნდი ამერიკაში ლეგიონერების გარეშე ჩაფრინდა. გამონაკლისები მხოლოდ ქართველი ფეხბურთელი და ხორვატი კაპიტანი დარიო სრნა გახლავთ. რაც შეეხება ბრაზილიელ ლეგიონერებს, ისინი გუნდს შტატებში შეუერთდებიან.

0.113577