“ბრუკლინ ნეთსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად მონტი უილიამსი მოიაზრება. ამ ინფორმაციას NetsDaily ავრცელებს.
გასულ სეზონში უილიამსი “ნიუ ორლეანს” წვრთნიდა და გუნდი პლეი-ოფშიც გაიყვანა, თუმცა, საბოლოოდ, ის მაინც დაითხოვეს. მოგვიანებით, მონტიმ თავი “ოკლაჰომა სიტის” სამწვრთნელო შტაბში აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ “ბრუკლინი” თავკაცის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც კარისკენ ლაიონელ ჰოლინზს მიუთითა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია