ფეხბურთი

12:09 | 12.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბალარდინი სკელოტომ შეცვალა

იტალიური “პალერმოს” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე არგენტინელი გილერმო სკელოტო დაინიშნა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

42 წლის სპეციალისტმა დავიდე ბალარდინი შეცვალა, რომელიც გუნდს გასული წლის ნოემბრიდან წვრთნიდა, სეზონი კი სიცილიელებმა ჯუზეპე იაკინის ხელმძღვანელობით დაიწყეს.

“პალერმოს” სერია ა-ს მიმდინარე გათამაშების 19 ტურის შემდეგ 21 ქულით სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილი უკავია და სახიფათო ზონას მხოლოდ 6 ქულა აშორებს.

რაც შეეხება პალერმოელთა ახალ თავკაცს, გილერმო სკელოტოს სამწვრთნელო კარიერა სამ წელიწადს ითვლის, ის 2012-2015 წლებში არგენტინულ “ლანუსს” თავკაცობდა.

0.114876