2015 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი ლიონელ მესი აცხადებს, რომ წარმოდგენაც არ შეეძლო კარიერაში ასეთ წარმატებას თუ მიაღწევდა. შეგახსენებთ, რომ ეს ჯილდო არგენტინელმა ვარსკვლავმა უკვე მეხუთედ მოიპოვა, პირველად იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად 2009 წელს აღიარეს.
“ამის წარმოდგენა ყველაზე გაბედულ ოცნებებშიც კი არ შემეძლო. 2009 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, დიდი დრო გავიდა. მინდა ეს ემოციები ჩემს თანამემამულეებთან და “ბარსელონას” გულშემატკივრებთან გავინაწილო. ისინი ყოველთვის მხარს მიჭერენ და მათი მადლობელი ვარ” - აღნიშნა მესიმ, რომელმაც კატალონიური კლუბი საკუთარ სახლად მოიხსენია და დასძინა, რომ კარიერის დასრულება “ბარსელონაში” სურს.