ჭადრაკი

0:02 | 12.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კერესის მემორიალი ტალინში

ტალინში დასრულდა ესტონური ჭადრაკის ლეგენდის და ქვეყნის მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის, პაულ კერესის მემორიალი სწრაფ ჭადრაკში.

აღსანიშნავია, რომ წელს ესტონეთი ნაციონალური გმირის დაბადებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს და პატივისცემის ნიშნად, კერესის გამოსახულებით, 2 ევროს ნომინალის მონეტებიც გამოუშვეს.

ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობით ხასიათს ატარებდა. მონაწილეთა შორის იყვნენ: მსოფლიოს უძლიერესი დიდოსტატები პიოტრ სვიდლერი, ბორის გელფანდი, მსოფლიოს ექსჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი და სხვები.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად წარიმართა. მონაწილეებს თითოეულ პარტიაზე 15 წამი ქონდათ 10-წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან.

11-დან 8 ქულით ერთპიროვნულად იმარჯვა ლატვიის სახელით მოასპარეზე იგორ კოვალენკომ. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს: დავიდ ჰოუელმა (ინგლისი) და ბორის გელფანდმა (ისრაელი).

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი (8 ქულა) 2008-2010 წლების მსოფლიოს ჩემპიონმა ალექსანდრა კოსტენიუკმა (რუსეთი) აჩვენა.

0.122561