სულ ორიოდე კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ვეტერანმა ინგლისელმა მობურთალმა, ფრენკ ლამპარდმა, თავის დიდი ხნის მეგობარზე და სარეცელის შემავსებელზე, კრისტინ ბლიკლიზე იქორწინა და ბრიტანულმა მედიამ უკვე დაიწყო ჭორაობა წყვილს შორის გაჩენილ უთანხმოებაზე და წარბთა აზიდვაზე.
საქმე ისაა, რომ ფრენკი ლონდონის ფეშენებელურ რესტორანში გამართულ საახალწლო ბანკეტზე გალოკილი თითივით მარტოდმარტო მივიდა და გვერდს ახლადჯვარდაწერილი მეუღლე არ უმშვენებდა. როგორც ბრიტთა კუნძულის “ყვითელი” პრესა წერს, ლამპარდი საკმაოდ კარგ ხასიათზე იყო და ცოლის არყოფნის კაეშანი სულაც არ ეტყობოდა.
ამ ამბის მთელი მარილი და ფიქრთა მდინარე ისაა, რომ ლამპარდის ცოლი, კრისტინ ბლიკლი სულაც არაა ის ქალი, რომელიც ამგვარ მიყურისძირებას აიტანს და ისეთი კარგი გვარიანი კაპარჩხანა ვინმეა – თქვენი მოწონებული. იმედია ლამპარდს ჰქონდა ცოლის ბანკტზე წაუყვანლობის საპატიო მიზეზი, თორემ ალიყურები არ ასცდება!