ფეხბურთი

17:09 | 11.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

"შახტარმა" არაბიძე აშშ-ში წაიყვანა

დონეცკის "შახტარი" აშშ-ში წავიდა შეკრებაზე და გუნდთან ერთადაა 17 წლის გიორგი არაბიძეც. მირჩა ლუჩესკუს კრებული ჯერ არასრული შემადგენლობითაა და გუნდში მხოლოდ ორი ლეგიონერია: ხორვატი დარიო სრნა და არაბიძე. დანარჩენი ლეგიონერები აშშ-ში შეუერთდებიან "შახტარს".

ეს მშვენიერი შანსია არაბიძისთვის, რომ კიდევ უფრო მყარად ჩაჯდეს "შახტარის" ძირითად გუნდში. ამერიკაში ამხანაგური მატჩებიც ექნებათ და იმედია, ქართველი შემტევი თავს გამოიჩენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.106474