თორნიკე ოქრიაშვილი თურქეთშია და "ესკიშეჰირსფორში" დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონტრაქტი შეთანხმებულია.
თორნიკემ ბოლო წელიწადნახევარი ბელგიურ "გენკში" გაატარა. მიმდინარე სეზონი კლუბში ვერ აეწყო, სათამაშო პრაქტიკა თითქმის საერთოდ აღარ ჰქონდა.
რაც შეეხება "ესკიშეჰირსფორს", გუნდი თურქულ სუპერლიგაში ბოლო, მე-18 ადგილზეა, თუმცა წინ კიდევ ნახევარი სეზონია და შესაძლოა, გავარდნას გადაურჩეს. "ესკიშეჰირსფორი" სამჯერ იყო თურქეთის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი, თუმცა ეს 70-ან წლებში. იქიდან მოყოლებული, გუნდი ლიდერთა შორის არ ყოფილა. ისე კი, 2008 წლიდან არცერთხელ არ გავარდნილა.