ფეხბურთი

16:12 | 11.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე ამისულაშვილი და უჩა ლობჟანიძე "დინამოში" ითამაშებენ (+VIDEO)

დინამო თბილისში საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი მცველი ჩაირიცხა. ამიერიდან დედაქალაქური გუნდის ღირსებას 33 წლის ალექსანდრე ამისულაშვილი და 29 წლის უჩა ლობჟანიძე დაიცავენ. აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელს აქამდე უკვე მოურგია ლურჯ-თეთრი ფორმა.

ალექსანდრე ამისულაშვილის ბოლო კლუბი თურქული ქარშიაკა გახლდათ. მანამდე ქართული კლუბების გარდა- კიევის "დინამოში", "დნიპროში", "ტავრიაში", "შინიკში", ნალჩიკის "სპარტაკში", "ქაისერსფორში", "კრასნოდარში", "კრილია სოვეტოვსა" და ბაქოს "ინტერში" გამოდიოდა. დინამო თბილისის ღირსებას ალექსანდრე 2001/2004 და 2005/2006 სეზონებში იცავდა და ჩატარებულ 100 შეხვედრაში 11- ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ამისულაშვილმა დინამოსთან 1,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 5 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

უჩა ლობჟანიძე "დინამოში" 2005/2006 სეზონში გამოდიოდა, მანამდე კი "დინამო 2"- ის ღირსებას იცავდა. შემდეგ იყო ბათუმის "დინამო", "ზესტაფონი", "დნიპრო", "კრივბასი" და კვიპროსის "ომონია". ლობჟანიძემ თბილისურ გუნდთან კონტრაქტი ერთი წლით გააფორმა და ის 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ორივე ფეხბურთელი დღეს, "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ წარადგინა.

www.fcdinamo.ge

0.171272