საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბელგრადში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა და რუმინეთთან 6:12 (1:2, 3:2, 1:5, 1:3) დამარცხდა.
ანგარიშიდანაც სჩანს, რომ პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა იყო, მე-2 ნახევრის სტარტზე კი ქართველები დამირ ცრეპულიას დიდებული გოლის წყალობით, 5:4 დაწინაურდნენ. სამწუხაროდ, დარჩენილ დროში რუმინელთა მაღალმა კლასმა თავისი გაიტანა და გამარჯვება ფავორიტს დარჩა.
საქართველოს ნაკრების მხრიდან ორ-ორი გოლი დამირ ცრეპულიამ და მიხეილ ბაღათურიამ გაიტანეს, თითოჯერ კი თავი კაპიტანმა ზურაბ რურუამ და მარკო ელეზმა გამოიჩინეს.
ქართველი წყალბურთელები C ჯგუფში მე-2 მატჩს 13 იანვარს გერმანიასთან ჩაატარებენ. დღესვე, ამ ჯგუფში თბილისის დროით 21:15 საათზე გერმანია იტალიას გაეჯიბრება.