ახალ სპორტის სასახლეში კალათბურთის სამოყვარულო ლიგამ მეშვიდე ტური ჩაატარა. ტურის ყველაზე საინტერესო მატჩი “აფხაზეთმა“ თითქმის საუკეთესო შემადგენლობით ჩაატარა და არააკურატული სროლის გამო წააგო.
გუნდმა 11 საჯარიმოდან 10 ვერ გამოიყენა (ტურნირის ანტირეკორდი). „სპორტმედიამ“ ოპონენტზე ნაკლები შეცდომა (11:15) დაუშვა და მოსაგები მოიგო. 18 ქულით სეზონის პირადი რეკორდი მიხეილ ამაშუკელს აქვს. „აფხაზეთმა“ რეგულარულის დარჩენილი ნაწილი უკეთ უნდა დაფაროს.
აფხაზეთი - სპორტმედია 67:77 (17:26, 22:15, 8:16, 20:20)
აფხაზეთი: კანკია (21+6 მოხსნა+2 პასი), ამაშუკელი (18+5 მოხსნა), გასიტაშვილი (15+7 მოხსნა+3 პასი), მუშკუდიანი (6+11 მოხსნა+6 პასი+4 დაფარება).
სპორტმედია: კახა გიორგაძე (31+8 მოხსნა+5 პასი), ბეჟანიშვილი (15+11 მოხსნა+5 პასი), თვაური (10).
„მგზავრებმა“ მხოლოდ 6 კაცით ითამაშა და მაინც მოიგო. კლასით, გამოცდილებით. მეორე მეოთხედში წარბი გაუხეთქეს გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი შანიძეს, რომელმაც დიდი შესვენების შემდეგ თითქმის ყველაფერი ჩააგდო. შანიძე ძალიან კარგი იყო. 18 მოხსნით პირადი რეკორდი აქვს ირაკლი კეიდიას. „მგზავრებმა“ 31 სამიანიდან მხოლოდ 5 გამოიყენა.
მგზავრები - ავერსი 86:73 (16:15, 26:18, 18:22, 26:18)
მგზავრები: შანიძე (28+7 პასი+4 მოხსნა), კეიდია (22+18 მოხსნა+4 პასი), გაგნიძე (20+5 პასი), ორმოცაძე (11+15 მოხსნა).
ავერსი: გაბისიანი (29+7 მოხსნა), იოსებაშვილი (17+5 მოხსნა), სუხაშვილი (11+6 მოხსნა+5 პასი).
ყველაზე მარტივად პროგნოზირებადი თამაში, რომელშიც უკეთესმა გუნდმა მოიგო. „რესპუბლიკამ“ ლიდერის, შარშანდელი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის, ზურა მაისურაძის გარეშე იმარჯვა. გუნდმა საშუალო სროლების 48.8 პროცენტი ზუსტად შეასრულა. შოთა გავაშელიშვილმა 9 საშუალოდან 7 ჩააგდო.
ბანკი რესპუბლიკა - Eagles 80:68 (20:14, 20:25, 23:13, 17:16)
ბანკი რესპუბლიკა: გავაშელიშვილი (29+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), მეფარიშვილი (19+4 მოხსნა), ცაგარეიშვილი (13+18 მოხსნა).
Eagles: ნერგაძე (21+7 მოხსნა), ბუთხუზი (20+13 მოხსნა), ვალაშვილი (10+10 მოხსნა).